პროექტები

1)      პროექტის სახელწოდება: გალაკტიონის  „მშობლიური ეფემერა“.


2)      პროექტის მთავარი იდეა(თემა):
·         სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული სევდა.
·         უძრაობის გამომომწვევი მიზეზები.
·         ამირანი-თავისუფლების სიმბოლო.


3)      პროექტის აქტუალობა:
·         უძრავი და ბედსშეგუებული ქვეყანა.
·         ქვეყნის არსებული მდგომარეობის შედარება წინა ეპოქებთან.


4)      პროექტის მიზნები:
·         სამშობლოს სიყვარულის გაღვივება მოზარდებში.
·         გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში           
                    გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
·         ისტ-ის გამოყენებით მასალების დამუშავება.
·         ინტერვიუს აღება.(ნოდარ ტაბიძესთან და ვახტანგ ჯავახაძესთან).
·         მოთხრობის, ლიტერატურული ჩანახატის  დაწერა.
·         გალაკტიონის პოეზიით შთაგონებული ნახატის შექმნა.
·         ფოტოებისა და ნახატების გამოფენა.
·         ექსკურსია გალაკტიონის სახლ-მუზეუმში.

          5)მოსწავლეთა ასაკი.
17-18წელი.

          6)     ვადების  ხანგრძლივობა.
ერთი თვე.

          7)მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას).
·         თანამშრომლობითი,საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების,გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება.
·         საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
·         ინტერვიუები.
·         კედლის გაზეთები.

8) პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები.
·         კომპიუტერი. ინტერნეტი,პროექტორი.
·         ფლომასტერები,მარკერები,პასტები,ფანქრები.
·         ფორმატები,თაბახის ფურცლები.
·         წიგნები.

9) პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები);
   აქტ.1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის იდეის გაცნობა.
  აქტ.2. აქტუალური პრობლემებისა და კითხვების ჩამოყალიბება მოსწავლეების მიერ.
  აქტ.3. ორგანიზაციული საკითხები:
·         ჯგუფების შექმნა;
·         ფუნქციების განაწილება;
·         კონკრეტული დავალებების მიცემა;

აქტ.4. მუშაობის დაწყება.კლასს ვყოფ ხუთ ჯგუფად.
I ჯგუფი იმუშავებს თემაზე: ქვეყნის აწმყოთი გამოწვეული ტკივილი „ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს’’. ლირიკული გმირის (გალაკტიონი) გაუცხოება სამშობლოსთან. შედარება წინა ეპოქასთან.  „და მე ვეღარ მცნობ გულშემუსვრილსა’’.(გრ.ორბელიანი). ჯგუფი მოძიებული მასალების მიხედვით წარმოადგენს პრეზენტაციას.
II ჯგუფი გამოიკვლევს თემას: მოძრაობა და უძრაობა გალაკტიონისა და ილიას შემოქმედებაში.
·         „შეხავსებია კლდეები კლდეებს’’.
·         „გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი’’.(გალაკტიონი).
·         თერგი და მყინვარი, მოხევე ლელთ ღუნია.(ილია).
·         მოიძიებენ ისტორიულ მასალებს და ისაუბრებენ დამოუკიდებლობა -დაკარგულ             ქვეყანაზე.
წარმოადგენენ პრეზენტაციას მოცემულ თემაზე.
III ჯგუფი დაამუშავებს თემას: მიჯაჭვული ამირანის სახე ხალხურ პოეზიაში, აკაკი წერეთელთან და გალაკტიონთან. ჯგუფი მოძიებული მასალის მიხედვით წარმოადგენს პრეზენტაციას.
IV ჯგუფი შეხვდება ვახტანგ ჯავახაძესა და ნოდარ ტაბიძეს და აიღებენ ინტერვიუს და წარმოადგენენ საინტერესო მასალებს.
V  შემოქმედებითი  ჯგუფი წაიკითხავს ლიტერატურულ ჩანახატებს და წარმოადგენენ გალაკტიონის პოეზიით შთაგონებულ ნახატებს და პოეტისადმი მიძღვნილ ლექსებს.
აქტ.V შესრულებული სამუშაოს შეჯამება: სტუმრად გალაკტიონის სახლ-მუზეუმში.
აქტ.VI.პროექტის შეფასება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
·         ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
·         ზეპირი პრეზენტაცია;
·         მსჯელობა;
·         წერითი სამუშაო;
·         პრეზენტაციის უნარი.

           10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
         ქართული,ისტორია,ისტ-ი,ფოლკლორი.
        ქართ.X.1.მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო      დისკუსიებში.
      ქართ.X.2.კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
      ქართ.X.3.აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
       ქართ.X.11.მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სახვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
      ქართ.X.12.მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
         11.პროექტის ფასილიტატორი:ეთერ კოჭლამაზაშვილი
         12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: eteri169@gmail.com






               



No comments:

Post a Comment